უნგრელი ვარსკვლავი "ლაიპციგში" გადავიდა

AutoSharing Option
უნგრეთის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი "ზალცბურგიდან" "ლაიპციგში" გადავიდა.

აღმოსავლეთგერმანულმა კლუბმა მადიარს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმა და 17-ნომრიანი მაისურა გადასცა.

ეს ორივე კლუბი კომპანია "რედ ბულის" მფლობელობაშია და სობოსლაი "ზალცბურგიდან" "ლაიპციგში" გადაბარგებული მეშვიდე ფეხბურთელია.

სობოსლაიმ ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების 11 მატჩში 4 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. უნგრეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 3 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიტეიშვილი ამაზე ნაკლები არ არის
შაკო
01:25 18-12-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული