"ბაიერნი" ინგლისელ მცველს დაიმატებს

AutoSharing Option
"რედინგის" მცველი ომრ რიჩარდსი, დიდი ალბათობით, კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელი მალე მიუნხენურ კლუბთან წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულება სამწლიანი იქნება და ძალაში ზაფხულიდან შევა.

დავიდ ალაბას შესაძლო წასვლის გამო "ბაიერნს" უნდა ალფონსო დევისს დაცვის მარცხენა ფლანგზე კონკურენცია შეუქმნას.

რიჩარდსი "ბაიერნში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მან ამ სეზონში ჩემპიონშიპის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული