რუმენიგე: გვარდიოლა ტიროდა, ცრემლები ვერც მე შევიკავე...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ერთერთმა ხელმძღვანელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ კლუბიდან ესპანელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლას წასვლა Bild-თან საუბარში გაიხსენა.

"ერთი საღამო ყოველთვის მიმახსოვრება. 2015 წლის ნოემბერში ერთად ვვახშმობდით, მან კი მითხრა, რომ კლუბის დატოვება სჭირდებოდა, რადგან ახალი გამოწვევის გარეშე მუშაობა არ შეეძლო. პეპმა ყველაფერი თავიდანვე გვითხრა, არაფერი დაუმალავს.

ძალიან ემოციური საღამო იყო. გვარდიოლა ტიროდა, ცრემლები ვერც მე შევიკავე. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.

ვუთხარი: "პეპ, ჯობს მანქანა სადგომზე დატოვო და სახლში ვინმემ წაგიყვანოს.

ის ბრწყინვალე ადამიანია, ძალიან საიმედო და მასთან სასიამოვნოდ შეიძლება დროის გატარება.
ზოგჯერ ვწერთ ხოლმე ერთმანეთს, თუმცა WhatsApp-ის ფანი ნამდვილად არაა. ახალი წელი და შობა მივულოცეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ, კონტაქტი სულ გვაქვს. ჩვენ ნამდვილი მეგობრები გავხდით,"- თქვა რუმენიგემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული