რა სჭირს "დორტმუნდს"? ამჟამად მარცხი "ლევერკუზენთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ "ლევერკუზენმა" "დორტმუნდს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

მატჩის პირველ ტაიმში გულშემატკივრებმა 1 გოლი იხილეს. მასპინძლებმა მატჩის დებიუტშივე შეძლეს ანგარიშში დაწინაურება. 

რაც შეეხება მეორე ტაიმს, "დორტმუნდმა" შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მასპინძლებმა  გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეს. 

17 ტურის შემდეგ "ლევერკუზენი" 32 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. 

"დორტმუნდმა", თავის მხრივ, 17 თამაში ჩაატარა, საიდანაც 29 ქულა დააგროვა. ამ შედეგით გერმანიის ბუნდესლიგაში  მე-4 ადგილზე იმყოფება.

"ლევერკუზენი" - "დორტმუნდი" 2:1
"ბაიარენა"

გოლები: 1:0 დიაბი (14), 1:1 ბრანდტი (67), 2:1 ვირცი (80)

მომდევნო მატჩს "ლევერკუზენი"
"ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23 იანვარსაა ჩანიშნული. რაც შეეხება "დორტმუნდს", ისინი 22 იანვარს "გლადბახს" ესტუმრებიან. 

alt"დორტმუნდმა" "ლაიპციგს" სძლია - ჰოლანის მორიგი რეკორდი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული