ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის წინ "ბაიერნის" 32 წლის მცველი ჯერომ ბოატენგი სასწრაფოდ გერმანიაში გაფრინდა. როგორც შეატყობინეს, მისი ყოფილი გელფრენდი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაშორდა, მოდელი კასია ლენჰარდტი, ბერლინში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის მტკიცებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ ეტყობა.

4 თებერვალს ბოატენგმა გამოაცხადა, რომ 25 წლის კასიას 15-თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, რადგან მან თურმე ცხოვრება აურია, ყოფილ შეყვარებულს დააშორა და ოჯახთანაც პრობლემები შეუქმნა. ამასთან, მუდმივად აშანტაჟებდა. მათი ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც კასიამ ჯერომის მანქანა დაამტვრია. ქალს
სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩნდა. თავის მხრივ, კასიამ ჯერომს ძუნწი, მოღალატე და ქრონიკული მატყუარა უწოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული