ლიოვმა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ბუნდესგუნდში თამაშზე დაითანხმა

AutoSharing Option
Sky Sport DE-ს ცნობით, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა და ბუნდესგუნდის მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა "ბაიერნის" 17 წლის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა, რომელსაც ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს რამდენიმე მატჩი ჩატარებული, გერმანიის ნაკრებში თამაშზე დაითანხმეს.

მუსიალა შტუტგარტშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ დედასთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად და "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია. მას დაჰპირდნენ, რომ 26 თებერვალს, როდესაც 18 წელი შეუსრულდება, "ბაიერნთან" პირველ პროფესიონალურ, 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ჯამალმა "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და მისი დებიუტი გერმანიის ეროვნულ გუნდში მარტის ბოლოს უნდა შედგეს.