მუსიალას დაბადების დღეზე "ბაიერნმა" კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ნახევარმცველ ჯამალ მუსიალას კონტრაქტი გაუგრძელა, - იტყობინება "ბილდი".

დღეს მუსიალა 18 წლის გახდა, მიუნხენურმა კლუბმა ხელშეკრულება 5 სეზონით გაუხანგრძლივა და წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნა.

მუსიალას ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული, ცოტა ხნის წინ კი გერმანიის ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვა.

მან ამ სეზონში ბუნდესლიგის 16 მატჩში (2 სასტარტოში) 3 გოლი გაიტანა.