რუმენიგე: ჰოლანი? ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ თავისი კლუბის, "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის მიმართ დაინტერესებაზე გააკეთა კომენტარი:

"არ მესმის, რატომ ავრცელებენ ამ ინფორმაციას. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ამ პოზიციაზე ჩვენ მსოფლიოს კლასის ფეხბურთელი გვყავს.

ლევანდოვსკის ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ნამდვილი პროფესიონალია. ნახეთ, როგორ ვარჯიშობს და კიდევ დიდხანს ითამაშებს", - ციტირებს რუმენიგეს "ბილდი".

მიმდინარე სეზონში პოლონელმა ფორვარდმა "ბაიერნში" 36 მატჩში 42 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული