ლევანდოვსკი ინგლისურ გრანდში?! საორიენტაციო ფასიც ცნობილია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, შესაძლოა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი შეიცვალოს.

ESPN-ის ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდით დაინტერესებულნი "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან. იმისათვის, რომ "ბაიერნი" მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებმა გერმანელებს, მინიმუმ, 60 მილიონი ევრო უნდა შესთავაზონ.

ფორვარდი პსჟ-საც აინტერესებს, თუმცა ფრანგების მოქმედებები კილიან მბაპეს მომავალ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ლევანდოვსკის ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, კარიერის გაგრძელება რომელ გუნდში სურს. ადრე "ბაიერნში" აპირებდა დასრულებას, თუმცა მისი გადაწყვეტილების შეცვლა პრემიერლიგის გრანდების ინტერესს შეუძლია, რობერტს ბედის ინგლისში ცდა ყოველთვის უნდოდა.

"ჩელსის" პოლონელის შეძენა
ვერნერის არადამაჯერებელი თამაშის გამო სურს, ხოლო "ქალაქელები" სერხიო აგუეროს ემშვიდობებიან.

ლევანდოვსკისა და "ბაიერნს" ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებთ. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 26 შეხვედრაში რობერტმა 36 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ