რაულმა შეიძლება ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
"კასტილიას" მწვრთნელი რაული შეიძლება "აინტრახტს" ჩაუდგეს სათავეში, - იტყობინება Goal-ი.

გამოცემის მტკიცებით, ფრანკფურტული კლუბი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდება რაულის მუშაობას და მასთან წინასწარი მოლაპარაკებაც გამართა. მხარეები შესათანხმებლად ერთმანეთს სეზონის დასრულებისთანავე შეხვდებიან.

"აინტრახტი" 31 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 56 ქულით მე-4 ადგილზეა, მისი მწვრთნელი ადოლფ ჰიუტერი კი ზაფხულში "გლადბახში" გადავა.

რაული 1994-2010 წლებში "რეალში" თამაშობდა, შემდეგ კი "შალკეში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც 2 სეზონი იცავდა.