"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრებს ევროპირველობაზე ვერ დაეხმარება.
ფეხბურთელმა ექიმებთან ერთად გადაწყვიტა, ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს.
"ბარსელონას" სამედიცინო შტაბთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუხლზე ოპერაციის გაკეთება მჭირდება. ვწუხვარ, მაგრამ ევრო 2020-ს გამოვტოვებ და გერმანიის ნაკრებთან ერთად ვერ ვიქნები.
პირველად მრავალი წლის მანძილზე, თამაშებს სახლიდან ვუყურებ და ჩემი ქვეყნის გუნდს ვუგულშემატკივრებ. იმედია, ჩვენ გავიმარჯვებთ! მადლობა მთელი სეზონის განმავლობაში მხარდაჭერისათვის", - წერს ტერ შტეგენი თავის "ინსტაგრამზე".