"ბაიერნიდან" წასვლას განანებ - მიულერი ალაბას ხუმრობით დაემშვიდობა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი ტომას მიულერი მცველ დავიდ ალაბას, რომელიც კლუბს ტოვებს, ხუმრობით დაემშვიდობა

"100%-ით ზუსტად არ ვიცი რომელ კლუბში გადახვალ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამას მაინც ინანებ, რადგან, თუ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს, იცოდე პანღური გარანტირებული გაქვს,"- ციტირებს მიულერის სიტყვებს AS.

დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნში" 2009 წლიდან თამაშობს. ამ ზაფხულში ავსტრიელი კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.