კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნი" დატოვა

AutoSharing Option
კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

რუმენიგეს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ვადამდე გაწყვიტა. მას ოლივერ კანი შეცვლის.

რუმენიგემ თქვა, რომ 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გუნდში ახალი მწვრთნელით ახალი ერა დაიწყება, კანი ახალი სეზონიდან თავიდანვე უნდა შეუდგეს მუშაობას და თავად ამაყი მიდის "ბაიერნიდან", რამეთუ ეკონომიკურად და სტრუქტურულად გამართულს ტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი კლუბია,ბაიერნი.ფაქტობრივად ოჯახია,აწყობილი ბიზნესით და მისი ყველა წევრი,საერთო საქმისათვის იღწვის.ბეკენბაუერი,რუმენიგე,ახლა უკვე კანი.კლუბს,სწორედ გუნდის ის ლეგენდები ხელმძღვანელობენ,ვისმა კარიერამაც მთლიანად ბავარიაში ჩაიარა.სანამ ასეა,ბავარია,ყოველთვის მსოფლიოს გრანდი იქნება
სოსო
02 ივნისი 2021 10:14
0

სიახლეები პოპულარული