"ბაიერნი" სერხი რობერტოს იჯარით აყვანას ცდილობს

AutoSharing Option
"ბაიერნი" "ბარსელონას" ნახევარმცველ სერხი რობერტოთი დაინტერესდა, - იტყობინება Goal-ი.

გამოცემის ცნობით, "რეკორდმაისტერს" სერხი რობერტოს იჯარით აყვანა და გაისად მისი კონტრაქტის გამოსყიდვა სურს. მხარეებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება ის "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს.

გასულ სეზონში სერხი რობერტომ 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ბარსასთან" კი ხელშეკრულებით მომავალი წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაანებეთ თავი რობერტოს, რას გადაეკიდეთ. სუარესის მიმართ შეცდომებს ნუ იმეორებთ.
ვააახ?
10:41 21-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული