ჰოლანის დუბლი და სამი საგოლე პასი "აინტრახტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის პირველ ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე 5:2 დამარცხა "აინტრახტი".

მასპინძელთა თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. "დორტმუნდში" ნორვეგიელის ანგარიშზე 61 მატჩში 62 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

პირველ ტაიმში როისმა გოლი გაიტანა, მაგრამ VAR-ის ჩარევის შემდეგ გაუუქმეს. როისმა თავისი გუნდის შემადგენლობაში ბუნდესლიგაში მე-100 გოლი გაიტანა და კლუბში მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც 100-გოლიანი ბარიერი გადალახა.

"დორტმუნდმა" ჩემპიონატის ზედიზედ 33 მატჩში გაიტანა გოლი და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

21 აგვისტოს "დორტმუნდი" მეორე ტურში გასვლაზე "ფრაიბურგს" დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. "სიგნლ-იდუნა პარკი"
დორტმუნდი -
აინტრახტი 5:2
გოლები: 1:0 როისი (23), 1:1 პასლაკი (27, საკ. კარში), 2:1 აზარი (32), 3:1 ჰოლანი (34), 4:1 რეინა (58), 5:1 ჰოლანი (70), 5:2 ჰაუგე (86)

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ბედნიერი ხალხია სტადიონზე, როდის გვეღირსება ჩვენც ეგეთი ბალეშჩიკობის ბედნიერება
გიო
23:38 15-08-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული