ჰოლანს ვეღარავინ აჩერებს - ნორვეგიელის დუბლი და "დორტმუნდის" მორიგი 3 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში "დორტმუნდმა" ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი რაფაელ გერეიროსა (მე-10 წუთი) და ერლინ ჰოლანის (24-ე წუთი) გოლებით მოიგეს, 52-ე წუთზე მარვინ ფრიდრიხმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ბორუსიელების უპირატესობა 3 ბურთიანი გახდა.

57-ე წუთზე მაქს კრუზემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, 81-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ანდრეას ვოგლსამერმა სხვაობა ერთამდე შეამცირა, თუმცა 83-ე წუთზე ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

5 ტურის შემდეგ "დორტმუნდს" 12 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, "უნიონი" 6
ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

"ყვითლები" მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, "გლადბახის" წინააღმდეგ გამართავენ, ბერლინელები იმავე რიხვში "არმინიას" დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული