ასეც ხდება - "ბაიერნი" "ალიანს არენაზე" "აინტრახტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა 29-ე წუთზე გახსნეს. თავი ლეონ გორეტსკამ გამოიჩინა. გაშვებული გოლიდან 3 წუთში ფრანკფურტელებმა წონასწორობა მარტინ ჰინტერეგერის გოლის წყალობის აღადგინეს.

მეორე ნახევარიც უგოლოდ წარიმართა, გამარჯვების მომტანი ბურთი კი ფილიპ კოსტიჩმა 83-ე წუთზე გაიტანა.

"აინტრახტის" გამარჯვებაში ლომის წილი კევინ ტრაპმა გასწია, გერმანელმა მეკარემ 10 სეივი შეასრულა.

ამრიგად, 7 ტურის თავზე მიუნხენელები 16 ქულით 1-ელ ადგილს იკავებენ. ფრანკფურტელებს 8 ქულა აქვთ და მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

"რეკორდმაისტერი" 17 ოქტომბერს
"ლევერკუზენს" ესტუმრება. "აინტრახტი" 16 ოქტომბერს "ჰერტას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაწყობილია!
გივი
21:42 04-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული