"დორტმუნდი" ჰოლანის შენარჩუნებას გეგმავს

AutoSharing Option
ერლინ ჰოლანი ამ მომენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. ნორვეგიელის ამჟამინდელი კლუბი, "დორტმუნდი" იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა შემტევის 2022 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს შენარჩუნებას მოახერხებენ.

ბუნდესლიგური გუნდი მზადაა, რომ ფეხბურთელს სეზონში 18 მილიონი ევრო შესთავაზოს.

გერმანული გამოცემა Bild-ის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში სკანდინავიელი სპორტსმენი ბორუსიული კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, ამ მომენტისთვის კი ამ კუთხით მარკო როისი და მატ ჰუმელსი (10 მილიონი) ლიდერობენ.

მოგეხსენებათ, ერლინის სამსახურით მადრიდის "რეალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

შეგახსენებთ, ჰოლანი ამჟამად ოქტომბერში, "აიაქსის" წინააღმდეგ მიღებულ ტრავმას იშუშებს, მოედანს
კი დიდი ალბათობით მალევე დაუბრუნდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ