იზოლაციაში მყოფ "კიოლნის" მწვრთნელს ფეხბურთის ყურებისას ძაღლი აწყნარებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანული "კიოლნის" მთავარი მწვრთნელი შტეფან ბაუმგარტი ბუნდესლიგის 21-ე ტურს იზოლაციაში შეხვდა.

შეგახსენებთ, 50 წლის სპეციალისტის გუნდი "ფრაიბურგს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ვიდეოში ნახავთ, თუ როგორი ემოციით ადევნებს საკუთარი კლუბის თამაშს თვალს შტეფანი; ასევე - ძაღლს, რომელიც ცდილობს, რამენაირად ანერვიულებული ბაუმგარტი დაამშვიდოს.

"კიოლნი" 32 ქულით ბუნდესლიგაში მე-6 ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში კი (11 თებერვალს) "ლაიპციგს" ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული