"ბაიერნმა" ლევანდოვსკის შემცვლელს პრემიერლიგაში მიაგნო

AutoSharing Option
Spox-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" "ევერტონიდან" ბრაზილიელი შემტევის რიშარლისონის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო და ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდა.

"რეკორდმაისტერს" ეს საჭიროება მას შემდეგ დაუდგა, რაც გუნდის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ალიანს არენას" დატოვება გადაწყვიტა.

რიშარლისონს "გუდისონ პარკის" ბინადრებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე პრემიერ ლიგაში მან 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის სავარაუდოდ, კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს.