"ბაიერნში" სიტუაცია იძაბება, ლევანდოვსკის აგენტი საჯაროდ ალაპარაკდა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის, გუნდის შეცვლა სურს, თუმცა "ბაიერნი" მის გაშვებას არ აპირებს და ფეხბურთელისგან კონტრაქტის პირობების ბოლომდე შესრულებას მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით ლევანდოვსკის აგენტმა გუშინ გერმანულ გამოცემა BILD-თან ისაუბრა, სადაც დაადასტურა, რომ მიუნხენელთა შემტევს კარიერის გაგრძელება მისი ბავშვობის ოცნების გუნდში, "ბარსელონაში" სურს.

"მას უბრალოდ კლუბის დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება უნდა. 34 წლისაა და უნდა, რომ თავისი ოცნება აისრულოს. ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებს".

ტრანსფერის კიდევ ერთ მიზეზად ზაჰავი "ბაიერნის" ბორდის მიმართ ფეხბურთელის უპატივცემულობას ასახელებს.

"ტრანსფერი ამ
ზაფხულშივე გვსურს. ჩვენთვის ფული მნიშვნელოვანი არაა. სიმართლე ის არის, რომ თვითონ ფეხბურთელი რამდენიმე თვეა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობისგან პატივისცემას და დაფასებას ვერ გრძნობს. მათ დაკარგეს რობერტი არა როგორც ფეხბურთელი, არამედ - ადამიანი".

როგორც ცნობილია, გერმანული გრანდის სპორტული დირექტორი ჰასან სამიჰალივიჩი პოლონელის გაშვებას არ აპირებს, რადგან მას გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამასთან დაკავშირებით ზაჰავიმ განაცხადა:

"შეუძლია თუ არა "ბაიერნს" მისი დატოვება 2023 წლამდე? რა თქმა უნდა, მაგრამ მე მათ ამის გაკეთებას არ ვურჩევ".

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკისთვის ამ ეტაპზე ერთადერთ სასურველ გუნდად "ბარსელონა" ითვლება. როგორც პრესაში ვარაუდობენ, კატალონიური გრანდი მალე პირველ შეთავაზებას გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ბარსას ფანებს რატომ გჯერათ რომ მესი გუნდიდდან ვინმემ გაუშვა???ახსენით ლოგიკურად!!!მესის რომ ნდომოდა ახლაც მაქ იქნებოდა!არ დაიწყოთ ახლა ხელფასის განახევრება არ შეიძლებოდა და ა.შ. ესპანური კანონები დეტალურად არ ვიცი,მაგრამ დამსაქმებელს არ შეუძლია ხელფასი გაუნახევროს დასაქმებულს ცალმხრივად,ხოლო თუ დასაქმებულიც თანახმაა მაშინ ყველაფერი შეიძლება!ბოლო-ბოლო ვინ უნდა გაიძულოს,ქალაქში ცხოვრობ,ცოლი და სამი შვილი გყავს,თუნდაც უფასოდ რომ ითამაშო ვინ უნდა გაიძულოს წასვლა?!ქვეშქვეშა და ქვემძრომია თქვენი ლეო და არ ითამაშა დაბალ ხელფასზე,ასეა ეს!!!
გილერმო ამორი
23 მაისი 2022 19:11
7
ლოგიკურად ახსენით-თქო და ვიღაც პირველკლასელი გამომეხმაურა!პირი არა და კლავიატურა და მაუსი კი გავწმინდე)))
გილერმო ამორი
25 მაისი 2022 23:36
0
სანამ კომენტარს დაწერდი, პირი გამოირეცხე?
გილერმო ამორის.
23 მაისი 2022 20:37
2
ეხლა ამის "საგას" რა გაუძლებს? ერთი ბარსელონას ხელმძღვანელობის თავში ჩამახედა, განსაკუთრებით ჩავის. ლევანდოვსკის მაგივრად, ლეო მესი დააბრუნოთ არ ჯობია? მითუმეტეს ბარსას აღზრდილია და ნამუსსაც ჩამოიწმინდავთ მისი გაშვებისათვის.
?!
23 მაისი 2022 14:16
1
ბარსამ რომც შესთავაზოს მესის დაბრუნება, არა მგონია მესიმ მოინდომოს დაბრუნება, საიდანაც დაუმსახურებლად გაუშვეს. დარწმუნებული ვარ ლეო ძალიან ნაწყენი იქნება ბარსაზე, უფრო სწორად მის ხელმძღვანელობაზე. ვინც ლეო გაამტყუნოს კიდევ.
barsas
23 მაისი 2022 17:06
1
დაიბრუნოს კაია, გეგონება მოსახვევში დგას. მიდი კითხე აბა პსჟს გაუშვებს მესის?
barca
23 მაისი 2022 15:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული