ლევანდოვსკი: უმადური და ეგოისტი არ ვარ

AutoSharing Option
პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" დატოვების სურვილი "ბილდთან" ინტერვიუში განმარტა.

- მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვცდილობდი "ბაიერნისთვის" ყველაფერი შესაძლებელი გამეკეთებინა, რათა გუნდის და გულშემატკივართა მოლოდინი გამემართლებინა. მე ვაფასებ "ბაიერნის" ქომაგებს, ისინი მუდამ მხარს მიჭერდნენ. იმედი მაქვს, ისინი ოდესმე გამიგებენ.

- შენ უმადური და ეგოისტი ხარ?
- არა, მე ეგოისტი არ ვარ. მე ვიცი, რა მქონდა გუნდში და ამას ძალიან ვაფასებ. ასევე ვიცი, რომ ბოლო რვა წელიწადში ყველაფერს ვაკეთებდი, რათა კლუბი და გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არ დარჩენილიყვნენ. ამ დროის გასვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ახალი
ეტაპის დრო მოვიდა.

- შენ ჯერ კიდევ გაქვს კონტრაქტი...
- მე პატივს ვცემ "ბაიერნს" და მის წესებს, მაგრამ ცვლილებები, განსაკუთრებით, ასეთი დროის მანძილზე, კლუბისა და მოთამაშის ცხოვრების ნაწილია. იმედია, ეს ეგოისტურად არ გამოითქმის. მე კონტრაქტი მაქვს, თუმცა ვცდილობდი კლუბისთვის მეგრძნობინებინა, რას განვიცდი.

- "ბაიერნი" შენთვის წარსულია?
- მე კლუბი საქმის კურსში ჩავაყენე და სახალხოდ განვაცხადე, რომ მივიღე გადაწყვეტილება, არ გავაგრძელო კონტრაქტი. ასე რომ, მოდით, ნუღარ ვილაპარაკებთ "ბაიერნში" ჩემს მომავალზე. მინდა სპეკულაციებს ბოლო მოვუღო.

ასევე დაგაინტერესებთ