ლევანდოვსკი მიუნხენში დაბრუნდა, მაგრამ "ბარსელონაში" გადასვლის იმედი აქვს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენში დაბრუნდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და გუნდთან ერთად მზადება დაიწყოს.

ამის მიუხედავად, პოლონელს იმედი არ დაუკარგავს, რომ კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. "ბლაუგრანა" მის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ლევას" "ბაიერნთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული