"ბაიერნი" ლევანდოვსკის შემცვლელად მადრიდის "რეალის" აღზრდილ ფეხბურთელს განიხილავს
AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნმა" "ბარსელონაში" გადაბარგებული რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, შესაძლოა, "ესპანიოლის" 27 წლის ფორვარდი რაულ დე ტომასი შეიძინოს.
მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" აღზრდილია. ის იჯარით სხვადასხვა გუნდში ასპარეზობდა, ბოლოს კი კატალონიურ გუნდში გადაბარგდა.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 25 მილიონი ევრო სახელდება.