კავანიმ შესაძლოა კარიერა გერმანიაში განაგრძოს

AutoSharing Option
getfootballnewsgermany.com-ის ინფორმაციით, ედინსონ კავანიმ შესაძლოა, კარიერა "დორტმუნდში" განაგრძოს.

ვეტერანი ურუგვაელი ფორვარდი "ბორუსიას" სებასტიან ალეს შემცვლელად ესახება, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას გადის.

იწერება იმის შესახებაც, რომ "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრები ედინ ჯეკოს, ჯონ კორდობასა და მაურო იკარდის ტრანსფერებსაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ კავანიმ გასული სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა და ახლა თავისუფალი აგენტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული