"ბაიერნმა" ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე "აინტრახტს" 6:1 სძლია. მიუნხენელებმა ფრანკურტელებს საწყის 45 წუთში 5 გოლი გაუტანეს, ასეთი შედეგი კი ბუნდესლიგის პირველ ტურში აქამდე არცერთ გუნდს არ დაუფიქსირებია.

"რეკორდმაისტერის" გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ 10 სეზონია ხდება. 14 აგვისტოს მე–2 ტურში ისინი "ალიანს არენაზე" "ვოლფსბურგს" უმასპინძლებენ.