ვერნერი "ლაიფციგში" დაბრუნდა - გერმანელის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

AutoSharing Option
Sky Sport-ის ცნობით, 26 წლის გერმანელი თავდამსხმელი ტიმო ვერნერი "ლაიფციგში" დაბრუნდა და მისი პრეტენზაცია ხვალ გაიმართება.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ "ჩელსი" მის სანაცვლოდ ბონუსების სახით 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.

გერმანული კლუბი ტიმოს დაბრუნების სანაცვლოდ 19,5 მილიონ ევროს გაიღებს, 2020 წელს კი ლონდონელებს ის 53 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.

ვერნერი "ლაიფციგის" ფორმას 2016/20 წლებში უკვე ირგებდა და 127 შეხვედრაში 78 გოლი შეაგდო.
ასევე დაგაინტერესებთ