რონალდო შესაძლოა, ბუნდესლიგაში გადავიდეს, მაგრამ არა "ბაიერნში"

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა, კარიერა "დორტმუნდში" განაგრძოს.

გავრცელებული ცნობით, 38 წლის ფეხბურთელი აგენტი ბუნდესლიგის ბინადარ კლუბთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს.

კრიშტიანოს მიზანია, რომ მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. რონალდოს ერთ-ერთ მომავალ შესაძლო გუნდად "სპორტინგიც" სახელდება, სადაც პორტუგალიელი კარიერას იწყებდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ გაგიჟდები კაცი,რონალდუ რომ გუნდს ეძებს.რა არის ცხოვრება.
კახა ქ.
18 აგვისტო 2022 23:29
0
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ ნამდვილად დიადია, მისი გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, ახლა რატომღაც შემეცოდა (ჩვენი შესაცოდი რა სჭირს), იმდენად ცუდი სანახავია, თუ როგორ ეძებს თვით რონალდუ კლუბებს. რეალის ფანებმაც კარგა ხანია მიივიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ 3 ჯერ მოაგებინა ლიგა. დორტმუნდი ალბათ საუკეთესო ვარიანტია მისთვის ამ ეტაპზე.
17 აგვისტო 2022 14:33
1
ჩემი აზრით, არ არის რონალდუ იმ მდგომარეობაში, რომ ხელფასის კუთხით 10-15 მილიონი რამეს წყვეტდეს მისთვის. მშობლიურ კლუბში (სპორტინგში) გადასვლა გენიალური კარიერის ღირსეული დასასრული იქნებოდა.
დავითი
17 აგვისტო 2022 18:30
1
რონალდუს შეცდომა იყო რეალიდან წასვლა, წავიდა ფულის გულისთვის, იუვენტუსმა 4 წლიანი გარანტირებული კონტრაქტი და წელიწადში 30 მილიონი დაპირდა, პერესი კიდევ 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობდა შემდგომი ყოველ წელს გაგრძელებით თუ როგორ ფორმაში იქნებოდა. რეალის ლეგენდა როცა ხარ და გაფასებენ რატომ უნდა მოგინდეს სხვა გუნდში გადასვლა გაუგებარია, დაასრულე კარიერა იქ სადაც პატივს გცემენ და გაფასებენ, ეხლა დადის ციგნების ურდოსავით ერთი კლუბიდან მეორეში, არა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა
მამუკა
17 აგვისტო 2022 18:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული