რონალდო შესაძლოა, ბუნდესლიგაში გადავიდეს, მაგრამ არა "ბაიერნში"

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა, კარიერა "დორტმუნდში" განაგრძოს.

გავრცელებული ცნობით, 38 წლის ფეხბურთელი აგენტი ბუნდესლიგის ბინადარ კლუბთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს.

კრიშტიანოს მიზანია, რომ მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. რონალდოს ერთ-ერთ მომავალ შესაძლო გუნდად "სპორტინგიც" სახელდება, სადაც პორტუგალიელი კარიერას იწყებდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
ასევე დაგაინტერესებთ