ტუხელს შეიძლება გერმანიაში დაბრუნება მოუწიოს

AutoSharing Option
არსებობს იმის ალბათობა, რომ "ჩელსის" ყოფილ მწვრთნელ თომას ტუხელს გერმანიაში დაბრუნება მოუწიოს.

"ბილდის" ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ თუ შობამდე ტუხელს ინგლისში ყოფნის ვიზა არ გაუგრძელეს, სამშობლოში დაბრუნდება. ის მიუნხენში გადაბარგების ვარიანტს განიხილავს.

ტუხელი "ჩელსის" ბაზასთან ახლოს ცხოვრობს, მისი ქალიშვილები კი სურეეში სკოლაში სწავლობენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუხელს არ უნდა, დიდხანს დარჩეს უმუშევარი და შეიძლება "ბაიერნი" ჩაიბაროს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ისინი გუნდის თავკაც იულიან ნაგელსმანს ნდობას უცხადებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული