12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"დორტმუნდის" 33 წლის შემტევი მარკო როისი შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს.

გერმანელი ფეხბურთელის დამატება "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის პირადი ინიციატივაა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის მოთამაშესა და მის აგენტს უკვე შეხვდა.

როისი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება უფასოდ შეეძლება.

მარკო "დორტმუნდში" 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და ამ დროში 252 მატჩში 110 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული