ცნობილი ხდება, რატომ გააკეთა "ბაიერნმა" არჩევანი ტუხელზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იმის შესახებ წერს, რატომ გადაწყვიტა "ბაიერნმა" იულიან ნაგელსმანის გაშვება და მის ნაცვლად თომას ტუხელის დანიშვნა.

მიუნხენური გუნდის ხელმძღვანელობას "ჩელსის" ყოფილ დამრიგებელთან უსაუბრია და კლუბის განვითარებაზე მისი ხედვები ძალიან მოსწონებია.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ნაგელსმანის გათავისუფლებას დღეს ოფიციალურად გვაუწყებს, ტუხელი კი საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება.

პრესაში იწერება უკვე იმის შესახებ, რომ "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი "ტოტენჰემს" ჩაიბარებს.