"ბაიერნის" შემადგენლობის ნახევარი ნაგელსმანის წინააღმდეგი იყო

AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარი შემადგენლობა ყოფილი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის მოწინააღმდეგე იყო.

Bild-ის ინფორმაციით, ჩვენ ვსაუბრობთ სერჟ გნაბრიზე, ლეროი სანეზე, ჯამალ მუსიალაზე, ჟოაო კანსელოზე, ნოიერსა და ულრაიხზე (ეს  უკანასკნელი ორი მას შემდეგ ეწინააღმდეგებოდნენ, რაც მეკარეების მწვრთნელი ტონი ტაპალოვიჩი გაათავისუფლეს).

ნაგელსმანს ყველაზე მეტად მხარს იოზუა კიმიხი და ლეონ გორეცკა უჭერდნენ. დადებითად იყვნენ განწყობილნი დე ლიხტი, უპამეკანო და პავარი, მიულერი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნაგელსმანი კლუბმა გასულ კვირას გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი თომას ტუხელი დანიშნა.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ



altგადაყენებულ ნაგელსმანს "ბაიერნში"ტუხელი შეცვლის

alt

"ბაიერნი""ლევერკუზენთან"დამარცხდა და ცხრილში ლიდერობა დაკარგა [VIDEO]

altფანმა მესის ხელი მოუქნია - ინციდენტი "ბაიერნისა"და პსჟ-ის მატჩის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული