"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი "ბაიერნში" გადასვლის წინააღმდეგი არაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი თავისი "ტვიტერით" ავრცელებს.
პლეტენბერგის მტკიცებით, ნიგერიელმა ამის თაობაზე თავის აგენტებს განუცხადა. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ აფასებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა.
ნიგერიელის ტრანსფერში შეიძლება სადიო მანე ჩართონ, რომლის გუნდში დატოვება მიუნხენელებს არ უნდათ, თუმცა მისი სამსახურით "ნაპოლიც" არაა დაინტერესებული, ვინაიდან მაღალი ხელფასი აქვს.
ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. მისი სატრანსფერო ფასი 100 მილიონია, ამ სეზონში
კი ყველა ტურნირზე 33 მატჩში 26 გოლი გაიტანა.