"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" ნახევარმცველ მარკო როისს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, - იტყობინება კლუბის საიტი.

33 წლის როისმა განაცხადა, რომ მათი მიზანი გერმანიის ჩემპიონატის მოგებაა და უნდა იმ გუნდში დარჩეს, რომელშიც თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი გაატარა.

როისი "დორტმუნდის" აღზრდილია, თუმცა პროფესიული კარიერა "როტ-ვაისში" დაიწყო, საიდანაც "გლადბახში" გადავიდა, მშობლიურ კლუბში კი 2012 წელს დაბრუნდა.

მან ამ სეზონში ბუნდესლიგის 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დორტმუნდისათვის,როისი ერთ ფეხბურთელზე გაცილებით მეტს ნიშნავს .
სოსო
00:11 28-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული