რონალდო "ბაიერნში"? - ერთ-ერთი ადამიანის წყალობით, ეს უკვე შესაძლებელია

AutoSharing Option
გერმანელმა ბიზნესმენმა მარკუს შონმა "ბაიერნის" ბოსებს წერილით მიმართა და მზადყოფნა გამოთქვა, კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერში დაეხმაროს.

შონი წერს, რომ ის ან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულების ნაწილს დაფარავს, ან პორტუგალიელის ხელფასის ნაწილს გადაიხდის, სანაცვლოდ კი "რეკორდმაისტერს" რონალდოს მაისურების გაყიდვიდან შემოსული თანხის პროცენტს სთხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება "ბაიერნს". ადრე გუნდის დირექტორმა ოლივერ კანმა თქვა, რომ რონალდოს ტრანსფერი შესთავაზეს, მაგრამ ეს ყოველივე კლუბის იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. "რეკორდმაისტერი" ძვირადღირებული ტრანსფერებისა და მაღალი ანაზღაურებისგან ხშირად თავს იკავებს.