ნოიერის დაბრუნებამდე "ბაიერნის" კარს, სავარაუდოდ, სტეფან ორტეგა დაიცავს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ "ბაიერნს" "სიტის" მეკარე სტეფან ორტეგას დამატება სურს, რომელიც მანუელ ნოიერის დაბრუნებამდე გუნდის პირველი კიპერი იქნება.

მიუნხენელებს გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი არ მოსწონთ, დავიდ რაიასა და კეპა არისაბალაგას ტრანსფერი კი ვერ გაჩარხეს.

30 წლის გერმანელის გაშვება მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას არ სურს, თუმცა საბოლოო სიტყვა გამოცდილ მეკარეზე იქნება დამოკიდებული და ის თავად გადაწყვეტს, გადაბარგდება თუ არა "ალიანს არენაზე".

ორტეგა ბილეფილდის "არმინიას" აღზრდილია, შემდეგ "მიუნხენ 1860"-ში ასპარეზობდა, 2022 წლიდან კი 'სიტის" წევრია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნი წლეულს უარესი იქნება
ორდე
16:26 15-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული