"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ მის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი იტალიელს მიუნხენის "ბაიერნში" ავარჯიშებდა და ლუკამ ერთ-ერთი ვარჯიშისას მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა.

"ვან გაალს ცუდი ხასიათი აქვს. ლუი არასწორად ექცევა მოთამაშეებს. ის დიქტატორია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ნიდერლანდელებს ეხება.

ერთ დღეს მან გუნდს ვარჯიშზე გამოუცხადა: "თქვენ არ გაქვთ ჩემნაირი კვერცხები" და ჩაიხადა შარვალი, მაგრამ მას დიდი მუცელი ჰქონდა, ამიტომ ჩვენ მისი კვერცხები ვერ ვნახეთ", - თქვა ტონიმ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
უაზრო და უსაქმურების საიტია,სპორტულ შეჯიბრებებს დაგვიანებით აშუქებენ ანაც საერთოდ არ აშუქებენ.
ლუკა
14:51 13-04-2024
5
უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა!
მასალები თუ გიჭირთ, ვეტერანებზე წერეთ. ამოუწურავი თემაა.
ან კიდევ - ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა არ დაიმსახურეს ერთი კარგი სტატია მაინც?
მანფრედ კალცი
12:18 13-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული