გუშინ გამართულ ინგლისის სუპერთასზე "არსენალმა" "ჩელსი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. "არისტოკრატებიდან" დარტყმები ალვარო მორატამ და ბურთთან ბევრისთვის მოულოდნელად მისულმა ტიბო კურტუამ გააფუჭეს.
"კურტუა თერთმეტმეტრიანის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. თუ ვარჯიშებზე ვხედავ, რომ ფეხბურთელი თავს იჩენს, არჩევანს მასზე ვაჩერებ. არ დაგავიწყდეთ, რომ მორატა თავდამსხმელია, მაგრამ ვერც მან გაიტანა", - ციტირებს კონტეს სიტყვებს "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი.