ანტონიო კონტე: "ტიბო კურტუა პენალტის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აცხადებს, რომ "არსენალთან" მატჩში თერთმეტმეტრიანის არაზუსტად დარტყმის მიუხედავად, ტიბო კურტუა პენალტის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია.

გუშინ გამართულ ინგლისის სუპერთასზე "არსენალმა" "ჩელსი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. "არისტოკრატებიდან" დარტყმები ალვარო მორატამ და ბურთთან ბევრისთვის მოულოდნელად მისულმა ტიბო კურტუამ გააფუჭეს.

"კურტუა თერთმეტმეტრიანის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. თუ ვარჯიშებზე ვხედავ, რომ ფეხბურთელი თავს იჩენს, არჩევანს მასზე ვაჩერებ. არ დაგავიწყდეთ, რომ მორატა თავდამსხმელია, მაგრამ ვერც მან გაიტანა", - ციტირებს კონტეს სიტყვებს "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული