ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას ინგლისის ექსჩემპიონ "ლესტერსა" და "ლივერპულს" შორის უნდა ველოდეთ.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული "მანჩესტერ იუნაიტედი" მეორელიგელ "ბარტონ ალბიონს" შეხვდება.
წინა ორი წილისყრის დროს მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა. მაგალითად, რამდენიმე გუნდი 2-ჯერ ამოვიდა; ასევე გაურკვევლობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი გუნდი იყო მასპინძელი და რომელი სტუმარი. ამჯერად, ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა.
წილისყრის შედეგები ასეთია:
ბორნმუთი - ბრაიტონი
არსენალი - დონკასტერი
ასტონ ვილა - მიდლსბრო
ბრენტფორდი - ნორვიჩი
ბარნლი - ლიდსი
ჩელსი - ნოტინგემი
ევერტონი - სანდერლენდი
ლესტერი - ლივერპული
მანჩესტერ იუნაიტედი - ბარტონ ალბიონი
რედინგი - სუონსი
ვესტ ბრომვიჩი - მანჩესტერ სიტი
ვესტ ჰემი - ბოლტონი
ვულვზი - ბრისტოლ როვერსი
ტოტენჰემი - ბარნსლი/დერბი
შეხვედრები 18/19 სექტემბერს გაიმართება.