პრემიერლიგა. III ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთპიროვნული ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
26 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა და 3 ტურიდან ქულების მაქსიმუმით (9) ლიდერობს. რომელუ ლუკაკუმ ზედიზედ მეოთხე თამაშში გოლის გატანა ვერ შეძლო, არადა, ამის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, 52-ე წუთზე კასპერ შმეიხელმა მისი დარტყმული პენალტი მოიგერია.

70-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა კუთხური მოაწოდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა მარკუს რაშფორდმა გაიტანა. 82-ე წუთზე კი მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ბორნმუთი" 2:1 დაამარცხა. არადა, პეპ გვარდიოლას გუნდი დენიელსის გოლით მარცხდებოდა. 21-ე წუთზე
დავიდ სილვამ გაბრიელ ჟეზუშს
გაატანინა.

"სიტის" გამარჯვება რაჰიმ სტერლინგმა მე-7 კომპენსირებულ წუთზე მოუტანა, თუმცა იქვე წითელი ბარათი მიიღო, გოლის მეტისმეტი აღნიშნვნისთვის.

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "როცა ბოლო წამებზე იგებ თამაშს, სულ სხვა შეგრძნებაა. "ბორნმუთთან" თამაში მუდამ რთულია, რადგან გუნდი გრძელი პასებით მუდამ გატერორებს. დღეს შეტევაში კარგები არ ვიყავით, თუმცა ჩვენსას მაინც მივაღწიეთ. არ მესმის, რისთვის მისცეს სტერლინგს მეორე ყვითელი ბარათი. იმედი მაქვს, ვინმე ამიხსნის. გოლის მერე ბურთიც მივეცით, მაგრამ მათი მცველი არ ინძრეოდა".

"ნიუკასლმა" 3:0 გაანადგურა "ვესტ ჰემი", რომელმაც ამ სეზონში სამივე მატჩი დათმო. "კაჭკაჭების" რიგებში პირველად გამოიჩინა თავი ესპანელმა ფორვარდმა ხოსელუმ.

პირველი ქულები დაკარგა დებიუტანტმა "ჰადერსფილდმა", რომელიც შინ დაუზავდა "საუთჰემპტონს". ხოლო "კრისტალ პალასმა" ზედიზედ მესამე მატჩი დათმო, ამჯერად, შინ "სუონსისთან" - 0:2. "უოტფორდი" თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით ეთამაშა "ბრაიტონს" - 0:0.

ბორნმუთი-მან. სიტი 1:2
გოლები: 1:0 დენიელსი (13), 1:1 გაბრიელ ჟეზუში (21), 1:2 სტერლინგი (97)
გაძევება: სტერლინგი (97. მან. სიტი)


კრ. პალასი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 აბრაჰამი (44), 0:2 ჯ. აიუ (48)


ჰადერსფილდი-საუთჰემპტონი 0:0

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 3:0
გოლები: 1:0 ხოსელუ (35), 2:0 კლარკი (72), 3:0 მიტროვიჩი (86)


უოტფორდი-ბრაიტონი 0:0
გაძევება: ბრიტოსი (24. უოტფორდი)

მან. იუნაიტედი-ლესტერი 2:0
გოლები: 1:0 რაშფორდი (70), 2:0 ფელაინი (82)
გამოუყენებელი პენალტი: ლუკაკუ (52. მან. იუნაიტედი)


კვირა. 27 აგვისტო
ჩელსი-ევერტონი 16:30
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 16:30
ლივერპული-არსენალი 19:00
ტოტენჰემი-ბარნლი 19:00

1. მან. იუნაიტედი - 9 ქულა; 2. ჰადერსფილდი - 7; 3. მან. სიტი - 7; 4. ვესტ ბრომვიჩი - 6; 5. უოტფორდი - 5.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული