პრემიერლიგა. მე-3 ტური: არსენ ვენგერის გუნდი "ენფილდზე" გაბითურდა

AutoSharing Option
27 აგვისტოს პრემიერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდა

ბევრი "არსენალთან" "ლივერპულის" გამარჯვებას კი ელოდა, მაგრამ არა ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით. რა თქმა უნდა, გახარებული გახლდათ მასპინძელთა მენეჯერი იურგენ კლოპი, რომელმაც მადლობა გადაუხადა თავის ფეხბურთელებს დავალების კარგად შესრულებისათვის. მისი ვიზავი არსენ ვენგერი კი აშკარად გაღიზიანებული იყო. ჟურნალისტებს იქით შეუტია - ვინმე თუ თვლის, რომ პრობლემა ჩემშია, ბოდიშით, რომ პრობლემა ჩემშიაო.

სახლში "ევერტონის" დამმარცხებელმა (2:0) "ჩელსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ კი მოიგეს, მაგრამ მომენტების უკეთესად რეალიზაციაა საჭირო, ისე ყოველმხრივ დაჯაბნეს მეტოქე და
ეგებ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ 4 დღეში ფეხბურთელები უყიდონ, რათა გრძელი სეზონის მანძილზე როტაცია მოახერხოს.

"ტოტენჰემმა" დასანანი 2 ქულა დაკარგა სახლში, როდესაც 92-ე წუთზე ვუდმა ანგარიში გაათანაბრა. ნამატჩევს "დეზების" თავკაცმა მაურიციო პოჩეტინიომ დაიჩივლა, რომ კიდევ 2-3 გოლის გატანა მართებდათ, კიდევ კარგი სეზონის დასაწყისია, საქმის გამოსასწორებლად დრო აქვთ და როდესაც ფეხბურთელები ნაკრებებიდან დაბრუნდებიან, ამაზე საფუძვლიანად იმუშავებენ.

რაც შეეხება "ვესტ ბრომვიჩი" - "სტოკს", მეტნაკლებად თანაბარი თამაში იყო და ყაიმი სამართლიანი შედეგია.

ჩელსი - ტოტენჰემი 2:0
გოლები
: 1:0 ფაბრეგასი (27), 2:0 მორატა (40)

ვესტ ბრომვიჩი - სტოკი 1:1

გოლები: 1:0 როდრიგესი (61), 1:1 კრაუჩი (77)

ლივერპული - არსენალი 4:0

გოლები: 1:0 ფირმინო (17), 2:0 მანე (40), 3:0 სალაჰი (57), 4:0 სტარიჯი (77)

ტოტენჰემი - ბარნლი 1:1
გოლები:
1:0 დელე ალი (49), 1:1 ვუდი (90)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული