"იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი: ფერგიუსონი გვავალებდა, რონალდოზე ჯარიმა არ დაგვეფიქსირებინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი ტონი კოტონი, რომელიც "წითელ ეშმაკებში" სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად მუშაობდა, იმ დროს იხსენებს, როდესაც შოტლანდიელი სპეციალისტი კრიშტიანო რონალდოს ხასიათის გამოსწორებას უხეში მეთოდებით ცდილობდა.

"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავისი სისუსტეები აღიაროს. რონალდოს მთავარი სისუსტე ის იყო, რომ ის ნებისმიერ შეხებაზე წაქცევას მიეჩვია.

სერ ალექსმა სამწვრთნელო შტაბს დაგვავალა, თვალი დაგვეხუჭა, როდესაც ვარჯიშების დროს, რონალდოზე ჯარიმდებოდნენ.

ვარჯიშების დროს ორმხრივი თამაშები დაძაბული იყო. არავის ინდობდნენ. საცოდავმა რონალდომ ფერგიუსონის მითითების შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც ჯარიმა არ ინიშნებოდა, ის აღშფოთებული ხელებს მაღლა სწევდა,
მაგრამ თამაში გრძელდებოდა.

რონალდოს ამის გამო ყველაზე ხშირად როი კინი და რიო ფერდინანდი აკრიტიკებდნენ. პორტუგალიელისთვის რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა მწვრთნელის მესიჯებმა რონალდომდე მისვლა დაიწყო", - ციტირებს კოტონის სიტყვებს The Mirror-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენიალური მწვრთნელი დიდი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, ესეთი იყო სერ ალექსი. როცა დიდი ფეხბურთელი კარიერას ამთავრებს, გული გწყდება მისი ეპოქის დასასრულზე, მწვრთნელების წასვლის დროს ეს ძალიან იშვიათია, აი სერ ალექსი კი მართლაც ძალიან დააკლდა ფეხბურთს
llcl
13:20 05-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული