პრემიერლიგა. IV ტური: აგუეროს 124, კეინის 100, ლიგაში უდანაკარგო აღარავინაა [VIDEO]

AutoSharing Option
9 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

სერხიო აგუეროს გოლი "ლივერპულის" კარში მისთვის 124-ე გამოდგა პრემიერლიგაში. ამით არგენტინელი არაევროპელთა შორის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან დუაიტ იორკს გაასწრო. "სიტიმ" კი ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გაუტანა "ლივერპულს", დუბლები შეასრულეს გაბრიელ ჟეზუშმა და ლეროი სანემ. აღსანიშნავია, რომ მეკარის დაშავებისთვის "ლივერპულს" პირველ ტაიმში გაუძევეს სადიო მანე.

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "სანამ თანაბარ შემადგენლობებში ვიყავით, მატჩიც თანაბარი იყო, შემდეგ კი "ლივერპულს" არაფერი გამოსდიოდა, ჩვენ კი - ყველაფერი. არ ვიცი, რამდენად
სამართლიანად გააძევეს მანე. კარგია, რომ ედერსონი კარგად იქნება, ექიმებმა ახლახან მითხრეს".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "თანაბარ შემადგენლობებში შანსი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტი მანეს გაძევება აღმოჩნდა. სადიო ვერ ხედავდა გოლკიპერს და მისი დაშავება არ სურდა, იგი გაძევებას არ იმსახურებდა. ის ძალიან შეწუხებულია მომხდარის გამო. 0:5-ებს იშვიათად ვაგებ, მაგრამ დღეს არც ასე ცუდად გვითამაშია, როგორც ანგარიშში აისახა".

ჩემპიონმა "ჩელსიმ" სტუმრად მოუგო ექს-ჩემპიონ "ლესტერს" - 2:1. გოლები ალვარო მორატამ და "ლესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნ'გოლო კანტემ გაიტანეს. მასპინძელთა გოლი პენალტით ჯეიმი ვარდიმ შეაგდო, რომელიც მისი წაქცევისთვის დაინიშნა.

ლონდონის "არსენალმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი "ბორნმუთი" - 3:0. დუბლი შეასრულა დენი უელბეკმა, ერთი გოლიც მისი პასით ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანა.

ასეთივე ანგარიშით სტუმრად დაამარცხა "ევერტონი" "ტოტენჰემმა". დუბლი ამ თამაშში ჰარი კეინის ანგარიშზეა, რომელმაც "დეზების" მაისურით უკვე 100 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად ვერ შეძლო "სტოკის" დამარცხება - 2:2. სტუმართა კარში დუბლი შეასრულა ერიკ ჩუპო-მოტინგმა. სტუმართა შორის თავი გამოიჩინეს მარკუს რაშფორდმა და რომელუ ლუკაკუმ. ასე რომ, პრემიერლიგაში აღარ დარჩა კლუბი, რომელსაც ქულები არ დაუკარგავს.

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერ იუნაიტედი): "შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მისი მიღება შემიძლია. ერთი გუნდი მოგებას ცდილობდა, მეორე როგორმე ქულის მოპოვებას. მეტოქე ძალიან მონდომებული იყო და მთელი ძალით გვეთამაშებოდა, "სტოკ სიტიმ" დაცვაში კარგად ითამაშა და ბევრსაც უტევდა".

შაბათი. 9 სექტემბერი
მან. სიტი-ლივერპული 5:0
გოლები: 1:0 აგუერო (24), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (45+6), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (53), 4:0 სანე (77), 5:0 სანე (91)
გაძევება: მანე (37. ლივერპული)


არსენალი-ბორნმუთი 3:0
გოლები: 1:0 უელბეკი (6), 2:0 ლაკაზეტი (27), 3:0 უელბეკი (50)


ბრაიტონი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
გოლები: 1:0 გროსი (45), 2:0 გროსი (48), 3:0 ჰემედი (63), 3:1 მორისონი (77)


ევერტონი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 კეინი (28), 0:2 ერიკსენი (42), 0:3 კეინი (46)


ლესტერი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 მორატა (41), 0:2 კანტე (50), 1:2 ვარდი (62-პენ)


საუთჰემპტონი-უოტფორდი 0:2
გოლები: 0:1 დუკური (38), 0:2 იანმაატი (66)


სტოკი-მან. იუნ. 2:2
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (43), 1:1 რაშფორდი (45+1), 1:2 ლუკაკუ (57), 2:2 ჩუპო-მოტინგი (63)


კვირა. 10 სექტემბერი
ბარნლი-კრ. პალასი 16:30
სუონსი-ნიუკასლი 19:00

ორშაბათი. 11 სექტემბერი
ვესტ ჰემი-ჰადერსფილდი 23:00

1. მან. იუნაიტედი - 10 ქულა; 2. მან. სიტი - 10; 3. ჩელსი - 9; 4. უოტფორდი - 8; 5. ტოტენჰემი - 7.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული