გრემ სუნესი პოლ პოგბას აკრიტიკებს

AutoSharing Option
ამჟამად სატელევიზიო ექსპერტად მომუშავე "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა გრემ სუნესმა ირლანდიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერის" ნახევარმცველი პოლ პოგბა გააკრიტიკა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბაზელთან" გუნდის კაპიტანი იყო და მე-19 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

"მინდა პოგბამ იგივე გააკეთოს, რასაც მარუან ფელაინი აკეთებს. ის ცოტა იუთუბერია (YouTuber). რა მოუგია თავისი კარიერის მანძილზე? არაფერი".