ლინდელოფის მეგობარ ქალს კომფორტი უყვარს

AutoSharing Option
ზაფხულში ლისაბონის "ბენფიკადან" გადასული 23 წლის შვედი მცველი ვიქტორ ლინდელოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, თავისი თავსატკივარი აქვს და ამ დროს მეგობარი ქალი მაი ნილსონი უქმნის პრობლემას, რომელსაც ნუ იტყვით და "ოლდ ტრაფორდზე" ლუქს-აპარტამენტებიდან უნდა უყუროს თამაშებს.

მაი ამბობს, რომ იქიდან მატჩების ცქერა ფრიად სასიამოვნოა, რადგან პირადი ოფიციანტი ემსახურება, მაგრამ უკმაყოფილოა მომსახურების მაღალი ფასით, რომლის გამხელა არ ისურვა. კრიტიკა კი კლუბის ხელმძღვანელობას შეიძლება სულაც არ მოეწონოს და ვიქტორს დამატებითი პრობლემა შეექმნას.

ცნობისათვის, ლინდელოფის ყოველკვირეული ხელფასი 120 ათასი ფუნტია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია უმნიშვნელოვანესი სათაურით! ყოჩაღ! ტაკ ძერჟაწ!
Goga
14:56 22-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული