პრემიერლიგის მე-6 ტურში "კრისტალ პალასთან" 5:0-ზე მოგებული მატჩის 39-ე წუთზე "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ბურთის მიმწოდებელ ბიჭს ხელი გადასდო და რაღაცას უხსნიდა.
"ტელეგრაფის" მტკიცებით, პეპმა ბიჭს უთხრა, მისულიყო მისი გუნდის მცველთან კაილ უოკერთან და გადაეცა, რომ უფრო სწრაფად ეთამაშა.