ლაკაზეტმა რეკორდი დაამყარა და "არსენალს" გაამარჯვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 სექტემბერს პრემიერლიგის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში ლონდონის "არსენალმა" სახლში "ვესტ ბრომვიჩი" 2:0-ზე დაამარცხა.

ერთი შეხედვით ადვილი გამარჯვება მოიპოვა "არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩთან", თუმცა ეს ასე არ იყო. სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს "მეოფეებს" და არაერთი მომენტი ქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე პიოტრ ჩეხი. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც ალექსის სანჩესმა საჯარიმო შეასრულა, მეკარე ბენ ფოსტერისგან მოგერიებული ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ყველას ალექსანდრ ლაკაზეტმა დაასწრო და 1:0.

მეორე ტაიმში არსენ ვენგერის გუნდმა კლასით დაჯაბნა მოწინააღმდეგე, 67-ე წუთზე აარონ რამზის
მონადირებული პენალტი გოლად ლაკაზეტმა გარდასახა, დუბლი მიითვალა და "კანონირები" ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდნენ.

ლაკაზეტმა პრემიერლიგის სამივე საშინაო მატჩში გაიტანა გოლი და კლუბის რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, ლაკაზეტი "არსენალმა" ზაფხულში "ლიონისგან" 60 მილიონ ევროდ შეიძინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული