ლონდონის "ტოტენჰემის" სტადიონის მშენებლობა ყოვნდება

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" ჩრდილოეთ ლონდონში ახალ, 59 559-ადგილიან არენას აშენებს, სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მისი აგება 850 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

ამ დღეებში სტადიონზე კლუბის თავმჯდომარე დანიელ ლევი და გუნდის მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინიო იმყოფებოდნენ და ფრიად უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან შეიძლება პრემიერლიგის მომავალი სეზონის დაწყებისათვის მწყობრში ვერ ჩადგეს. მშენებლები აცხადებენ, რომ ნაგებობის დათქმულ ვადაში ჩაბარებაში შესაძლოა ხელი მოსალოდნელმა მკაცრმა ზამთარმა შეუშალოთ.

"დეზების" ძველი სტადიონი, 1899 წელს აგებული 36 240-ადგილიანი "უაით ჰარტ ლეინი" კი, რომელიც ახლის გვერდით მდებარეობდა, დაანგრიეს და მის ადგილას კლუბი
სავაჭრო და გასართობ ცენტრებს აშენებს.

"ტოტენჰემი" ამჟამად "უემბლიზე" თამაშობს, რომელიც გუნდის ფანებს არ მოსწონთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული